მუხათწყაროში ხე-ტყის უკანონო ჭრა გამოვლინდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიის” მიერ, მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 – ფიჭვის სახეობის, 6 – თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე. მოჭრილი ხეებიდან არცერთი არ შედის წითელ ნუსხაში.

მოჭრილი მერქნული რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს. ამ ეტაპზე, დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები