არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, სახლში გადაასვენეს

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათი მიმდინარეობდა, რომლის შემდეგაც, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. შეგახსენებთ, რომ ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები