არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს დღეს, დაღუპვიდან 26 დღის შემდეგ გადასცა.

ცხედარი ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადაეცა.

როგორც შსს-ში განმარტავენ ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება. ბიუროსს შენობაში შესულია ტატუნაშვილის მამაც, გიორგი ტატუნაშვილი. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები