არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან გადმოასვენეს

1-თვიანი ლოდინის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს გადმოსცა.

ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.  როგორც შსს-ში განმარტავენ, ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება და მისი დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში მიასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები