არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აღენიშნება.
“ორ კვირაში გვექნება ექსპერტიზის დასკვნა. არის საუბარი, რომ ხელებზე და სახეზეც აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტიზა დეტალურად დაადგენს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
როგორც ახლობლები აცხადებენ, სხვა დაზიანებებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გუშინ დაუბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები