სოფო კილაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა და ისრაელის ელჩმა,  შაბთაი ცურმა დღევანდელ შეხვედრაზე, ებრაული უმცირესობების დაცვის კუთხით ქართული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ისრაელში ქართველების უფლებრივი მდგომარეობების შესახებ ისაუბრეს.

სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეთნიკურ უმცირესობებს.

„ჩვენ და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეს მოიცავს. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები ებრაელებთან.  დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართველების უფლებრივ მდგომარეობაზე ისრაელში, განსაკუთრებით, მიგრანტების მდგომარეობაზე, ასევე, ებრაული უმცირესობების დაცვის კუთხით საქართველოს  მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული”, – აღნიშნა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები