ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით

„ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არა მხოლოდ ფორმალურად შევასრულოთ ვალდებულება, არამედ, შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით და ამაზე გაგრძელდება მუშაობა საპარლამენტო ფორმატში და ამ სამუშაოში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე, ჩართული იქნებიან სხვა პარტნიორებიც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები