სათხილამურო საბაგიროების უბედური შემთხვევების ვიზუალური რეზიუმე

ოლიმპიური თამაშების გარდა, თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი ახალ ამბებს მხოლოდ მაშინ ქმნის, როდესაც ვინმე კვდება.
პრესის მიერ გაშუქების დონე განისაზღვრება კომპლექსური განტოლებით, რომელშიც გამოყენებულია შემდეგი ცვლადი სიდიდეები: რა ასაკის იყვნენ ადამიანები, რამდენად ცნობილები იყვნენ და ბოლო დროს აკვიატებული კითხვა – ეხურათ თუ არა ჩაფხუტი. მაგრამ, ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას და გარანტირებულად უზრუნველყოფს პრესის დიდი ყურადღების მიპყრობას, არის ის, თუ რამდენად დიდი რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა ან დაშავდა, ამ კუთხით კი მოთხილამურეების და სნოუბორდისტების მასობრივი მკვლელობების ყველაზე წარმატებული გამომწვევი მიზეზი სწორედ საბაგიროა. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ბოლო სამოცი წლის განმავლობაში მომხდარ სათხილამურო საბაგიროების უბედურ შემთხვევებს, რისთვისაც რამდენიმე ინფორგრაფიკას გამოვიყენებთ… უბედური შემთხვევების სრული სია (პერიოდი).
უბედურ შემთხვევებს შორის დღემდე რჩება 2000 წლის 11 ნოემბერს მომხდარი კაპრუნის კატასტროფა, როდესაც ფუნიკულიორზე მომხდარი ხანძრის შედეგად, 155 ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ეს მართლაც საზარელი შემთხვევაა და ყველა შემთხვევას სწორედ საზარლობა აერთიანებს. თუ დეტალები გაინტერესებთ, ქვემოთ მოცემულია უბედური შემთხვევების სრული სია და აღწერილობა, თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა უჩვეულო გარემოებებით. ჩვენ ისინი ინფოგრაფიკულად წარმოვადგინეთ.
იმედი მქონდა, რომ ამ სტატიის დასაწერად საბაგიროებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შესახებ მზა სიას ვიპოვიდი. არსებობს რამდენიმე მოკლე და არასრული სია, მაგრამ მათ უამრავი ინფორმაცია აკლია. ამიტომ, ყველაზე სრული და ზუსტი სიის მისაღებად, ის ჩვენ თავად უნდა შევადგინოთ. მართალია, უცნაური მეთოდია, მაგრამ ამ სიის შესადგენად,  გავითვალისწინეთ უბედური შემთხვევები, როდესაც მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ან დაშავებულთა რაოდენობამ მინიმუმ 10 ადამიანი შეადგინა.
9 აპრილი, 1947: მონტე სერატე, სანტოსი, სან პაულო, ბრაზილია (ფუნიკულიორი): 1 გარდაცვლილი, 6 დაშავებული. შუადღის1.45 საათზე, აგებიდან ოცი წლის შემდეგ მონტე სერატეს ფუნიკულიორის კაბელი გაწყდა. 30 ადამიანიდან გარდაიცვალა ერთი ქალი, 6 კი დაშავდა. ინტერნეტში მითითებულია, რომ 1956 წლის 29 აგვისტოს მომხდარმა ავარიამ 31 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ შევძელი.
26 ივლისი, 1956: როუ მაუნთინი, ნიუ ჰემფშირი, აშშ (დასაჯდომი ლიფტი): 1 გარდაცვლილი, 7 დაშავებული (სამთო-სათხილამურო კურორტი). ალბათ, ეს პირველი ფატალური უბედური შემთხვევა იყო, როდესაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაშავდა როუ მაუნთინზე ამავალი დასაჯდომი ლიფტის ბაგირის გაწყვეტის შედეგად, რომელშიც 30 ადამიანი იმყოფებოდა.
10 აგვისტო, 1957: კოგნე, ვალ დაოსტა, იტალია (საჰაერო ლიფტი): 1 გარდაცვლილი, 11დაშავებული (სამთო-სათხილამურო კურორტი) საბაგირო კაბინა მაშინ ჩამოვარდა, როდესაც მუშები გადაჰყავდა.
15 აგვისტო, 1960: მონტე ფაიტო, ნეაპოლის მახლობლად, იტალია (საჰაერო ლიფტი): 2 გარდაცვლილი (ადგილზე).ფუნივა დელ ფაირო კასტელამარე დი სტაბიაში მდებარე რკინიგზის სადგურს მონტე ფიატოსთან აკავშირებს. 1960 წელს ბაგირი გადაძვრა და ერთ-ერთი კაბინა სარკინიგზო ლიანდაგებს დაეცა, შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
29 აგვისტო, 1961: აიგილ დუ მიდი, მონ-ბლანი, საფრანგეთი (საჰაერო ლიფტი): 6 გარდაცვლილი (სამთო-სათხილამურო კურორტი).
ვალე ბლანშის საჰაერო ტრამვაის, რომელიც კურნაიერს (იტალია) შამონქსთან (საფრანგეთი)აკავშირებს, ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი F-84F შეეჯახა. ბაგირი გაწყდა და სამი კაბინა 500 ფუტი სიმაღლიდან მყინვარზე ჩავარდა, შედეგად, ექვსი მგზავრი გარდაიცვალა, დანარჩენი 81 ადამიანი ჰაერში იქნა გამომწყვდეული, მათგან უკანასკნელის გადარჩენა 20 საათის შემდეგ მოხერხდა. თვითმფრინავმა უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა, პილოტი ბერნარდ ზიგლერი კი ამის შემდეგ ტესტ-პილოტი და Airbus-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
5 სექტემბერი, 1965: ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ (საჰაერო ლიფტი): 2 გარდაცვლილი, 48 დაშავებული (ადგილზე). ორი ადამიანი გარდაიცვალა და მინიმუმ 48 დაშავდა „საჰაერო ლიფტის“ დამჭერი ორი ფოლადის კოშკურის ჩამონგრევის შედეგად, რომლებიც ნებრასკას შტატის ბაზრობის დროს შეკრებილ ხალხს დაეცა.
25 დეკემბერი, 1965: პი დე სანსი, საფრანგეთი (საჰაერო ლიფტი): 7 გარდაცვლილი, 10 დაშავებული (სამთო-სათხილამურო კურორტი).
1965 წელს, შობა დღეს, ძლიერმა ქარმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გონდოლას იატაკის ჩანგრევა გამოიწვია და ჩვიდმეტი მოთხილამურე უფსკრულში ჩავარდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები