დავით სერგეენკო: გუდაურში დაშავებულები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არ დარჩებიან

“გუდაურში დაშავებულები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე არ დარჩებიან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გუდაურში დაშავებულების მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“პაციენტებზე, რომლებიც გადაუდებელ მდგომარეობაში ხვდებიან, სახელმწიფო ყოველთვის ზრუნავს. ამ შემთხვევაში, მთის კურორტების კომპანიამ განცხადება გააკეთა, რომ ის მთლიანად უზრუნველყოფს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი არ დარჩებიან სახელმწიფო ზრუნვის გარეშე, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც კომპანიის მხრიდან”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა შვედეთის მოქალაქის, ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც “მედიქლაბ ჯორჯიაში” მკურნალობს.
“ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის მხრივ, რაიმე გართულება არ აღენიშნება. მას აწუხებს წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ, დაჟეჟილობითაა გამოწვეული. დღის განმავლობაში, ის იქნება კვლევა-მეთვალყურეობის ქვეშ და ვფიქრობ, უკვე შესაძლებელი იქნება მისი გაწერა და გამგზავრება”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები