დავით სერგეენკო: დაშავებულთა შორის ორსულია, ბავშვები არ დაშავებულან

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, დაშავებულთა მდგომარეობაზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი საყურადღებო პაციენტი ორსული შვედეთის მოქალაქეა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.

“ერთ პაციენტს ხელის მოტეხილობა აღენიშნება, თავის არეში კი ჭრილობა აქვს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და არ სჭირდება რაიმე სხვა სახის დამხმარე საშუალება, ესაა საყურადღებო პაციენტი.

დაშავებულთაგან მეორე საყურადღებო პაციენტი ორსული შვედეთის მოქალაქეა, რომელსაც ტკივილები წელის არეში აქვს და მსუბუქიდან მძიმე ხარისხად შეიძლება შეფასდეს. დანარჩენს ყველას მსუბუქი დაზიანებები აქვს. გუდაურში სრულად აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების კლინიკაა, იქ არიან მობილიზებული ექიმები.

დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები