“გუდაურში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა არ მომხდარა”

გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუდაურში მომხდარი შემთხვევა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, ძაბვის ვარდნას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ ამბულატორიაში არიან გადაყვანილები. თბილისიდან კი რეანომობილები გააგზავნეს.
მომხდარი ფაქტის ირგვლივ მედიაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.
მეორე ვერსიით, კი საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები