“გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართება

“გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება. საგანმანათლებლო ტრეინინგს მოწვეული სტუმარი  – გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Corporation-ის პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი ფინანსების განხრით და კავკასიის უნივერსტეტის დამფუძნებელი  ჩაატარებს.

„გლობალური ფულის კვირეული” (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით  აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია. წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია”.

ტრენინგი 17 მარტს,  11:00 საათზე „თი-ბი-სი“ გალერეაში გაიმართება. ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში,  შეავსეთ ბმული:

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები