“მაგთის” ინტერნეტი აღარ გაძვირდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, “მაგთიკომი” ინტერნეტის ღირებულებას აღარ გააძვირებს.
ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ კომპანია ტარიფებს აღარ გაზრდის.
აქამდე არსებული ინფორმაციით, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; 3 ლარით უნდა მოემატებინა და 18 ლარი გამხდარიყო 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი, 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები