ბიძინა გეგიძე: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის განცხადებით, ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივით გამოვა, რომელიც ჯანსაღი სივრცეების მოწყობას, გარემოს დაცვა-შენარჩუნებასა და განვითარებას შეეხება.

ბიძინა გეგიძის თქმით, ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომელიც აღიარებულია საზოგადოების ყველა სეგმენტის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საჯარო და კერძო სექტორის მიერ.

დღესდღეობით საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს არსებული სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, სარეკრეაციო ზონებში სპორტული მოედნების ინტეგრირებას, მეორე მხრივ კი, პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკის დამკვიდრებას“.

“ფრაქციის სხდომაზე შეჯერებული პოზიციის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს კანონმდებლობაში, კერძოდ: საქართველოს კანონში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონში „სპორტის შესახებ“; საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში.

ეს ცვლილებები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაჭრას, არამედ სტიმულს მისცემს და წაახალისებს ჯანსაღი გარემოს, სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების ერთ სივრცეში შერწყმასა და განვითარებას”,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები