ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის 570 -მა დეპუტატმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილების წინააღმდეგ 108 დეპუტატი გამოვიდა.
ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონი კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.
საკითხი სესიაზე „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის“ დეპუტატმა (ALDE) ჰანუ ტაკულამ წარადგინა.
კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები