გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სენატორ დიკ დერბინთან შეხვედრისას საქართველო – ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას ასევე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ჰიბრიდული ომი და საქარველოს პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა სენატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ამით გაამყაროს ის ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები