ეკა ბესელია, სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან და სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით, 15-16 მარტს, პარიზსა და ბორდოში სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრებს გამართავს.
პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში 2017-2021 წლებისათვის სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სპეციალური თანამშრომლობის ფორმატის მონაწილეები არიან, გაეცნობიან ფრანგი კოლეგების გამოცდილებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის გაუმჯობესებული სისტემა, მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის დახვეწა; საუკეთესო პოტენციური კანდიდატების მოზიდვის საუკეთესო პრაქტიკა; მსმენელთათვის ძირითადი განათლების სისტემის გაუმჯობესება; მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეთა განგრძობადი განათლების სისტემის გაუმჯობესება. შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები