მამუკა მდინარაძე “სითი პარკის” გაუქმებაზე: სტრატეგიულ პარტნიორებთან ამის გამო არასდროს შეგვექმნება პრობლემები

“გამორიცხულია რამე პოლიტიკური მოტივი ამ გადაწყვეტილებაში და არ არის სწორი იმაზე საუბარი, თითქოს რომელიმე ქვეყანას შორის რომელიმე კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ან კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას პრობლემები”, -ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კომპანია “სითი პარკის” მიერ გავრცელებულ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობები გააფუჭოს.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობას ამის გამო პრობლემები არ შეექმნება.

“თბილისის მერმა ძალიან კარგად განმარტა იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, რაც იქმნებოდა ამ კომპანიის და თბილისელების ურთიერთობაში. აქ, როგორც ვიცი, საუბარია გარკვეულ უკანონო დაჯარიმებებზე, არასწორ სამართლებრივ მიდგომებზე მათი მხრიდან, რაზეც არაერთი გაფრთხილება მიეცა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ”სითი პარკს”. ვფიქრობ, რომ მერიის გადაწყვეტილება იქნება სამართლებრივად დასაბუთებული, ამდენად, თბილისს და თბილისის მერიას სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნება. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ამის გამო ნამდვილად არასდროს შეგვექმნება პრობლემები. არის სამართლებრივი მხარე ერთი კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევდა გარკვეულ პირობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებებს და არის ქვეყნების ურთიერთობები, რაზეც საერთოდ არ მიდის მსჯელობა, ეს საკითხი არ დაისვა და ვფიქრობ, არც დაისმება”,- განაცხდა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები