ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსი ყოფილი აგენტის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა „დიდი ალბათობით“ რუსეთს ეკისრება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „independent.co.uk“-ი ავრცელებს.
„ახლა უკვე ცნობილია, რომ ისინი სამხედრო კლასის „ნერვული აგენტით“ არიან მოწამლულები, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო აწარმოებს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა და მათ წინააღმდეგ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო.
ბრალდებას, ასევე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სანამ ბრიტანეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხს არ გამოიძიებს, რუსეთი მის შესახებ არაფერს იტყვის“. ინფორმაციას „Dailymail”-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს, ისინი უგონო მდგომარეობაში ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები