7 მაისი

10:30
სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც 2014 წლის საუკეთესო მეწარმის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, დაღესტნიდან ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიქაელ კადიევის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და ხელისუფლებას მიმართავენ.
11:00
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) სამოქმედო გეგმა ციფრული საქართველოსთვის“ სემინარი გაიმართება.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული უკანონო მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
რუსთავში, “ლიბერთი ბანკი” წამახალისებელ აქციაში გამარჯვებულ “City Pass” ბარათის მომხმარებლებს დააჯილდოებს. მისამართი: ქალაქი რუსთავის საკრებულოს შენობა.
12:00
“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ბურჯანაძე-თავისუფალი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული უკანონო მოსმენები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბოლო პერიოდის მოსმენები და „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
12:00
“თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის ერთობლივი კინოკონკურსის (დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული) გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება. მისამართი: თიბისი ბანკი, მარჯანშვილის 7, III სართული
12:00
თბილისის საკრებულოში კახა კუკავა ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომას გამართავს. თემა: ”მცირე მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა”

12:30
“პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული უკანონო მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
კალათბურთის აკადემიის დარბაზში “NBA“-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრებთან შეხვედრას გამართავენ.
16:00
“ჯორჯიან თაიმსის“ პრესკლუბის სტუმარი შალვა ოგბაიძე იქნება. თემა: 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი მოვლენების 5 წლისთავი. მისამართი: ქიქოძის 12. საკონტაქტო პირი: ბაკურ სვანიძე 577 762001
16:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატ მარიამ სვანიძის და მოქალაქე მარინე იაკობიშვილის მონაწილეობით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის მიერ, მარინე იაკობიშვილის საკუთრებაში არსებული ფართის შესაძლო უკანონო მითვისება. მისამართი: ძმები ზუბალაშვილეიბის № 36
18:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 1941–1945 წლებში სამამულო ომის მონაწილის მამია ტაბატაძის ნეშთს მოსკოვიდან ჩამოასვენებენ, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული. საკონტაქტო პირი: დიმიტრი ახალაია 595 03 20 40

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები