კულტურის ქართველი მოღვაწეები ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავენ

კულტურის ქართველი მოღვაწეები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავენ.
“კვირა“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება”,- აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, დავით ოქიტაშვილი და ლია მიქაძე აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები