არჩილ თალაკვაძე: უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჩვენ გვაქვს კიდევ დრო. კონსულტაციები გრძელდება. დღეს უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩანაწერის ვერსია სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციებს გაივლიან გუნდში და მორიგი კონსულტაციის დროს, უკვე მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

მისივე გამარტებით, ამ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა, თუმცა, საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმრავლესობას აქვს საკუთარი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტექსტის საბოლოო ვარიანტი საჯარო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სესიამდე, მას შემდეგ, რაც პოზიციები საბოლოოდ ჩამოყალიბდება პარლამენტში.

„საბოლოო ტექსტი გახდება საჯარო მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეთანხმება სესიაზე მის გატანამდე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმცირესობას შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩვენი ვერსია სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე, რომელიც  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გულისხმობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები