ინგლისის პარლამენტში საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს

ბრიტანული პოლიცია ამ წუთებში ამოწმებს იმ საეჭვო ნივთიერებას, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში, ვესტმინსტერში აღმოაჩინეს. ამის შესახებ პარლამენტის პრეს-მდივანი იუწყება. მისი თქმით, სამართალდამცველების კორდონები ადგილზეა, ევაკუაცია ამ დროისთვის არ განხორციელებულა.
„ჩვენ ვიცით პოტენციური სიტუაციის შესახებ, რაც დაკავშირებულია საეჭვო ნივთთან. სიტუაციას პოლიცია არკვევს“.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ახლომდებარე რაიონი გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები