მამუკა მდინარაძე: საუბარია ჟენევის ფორმატის გაძლიერებასა და რანგის ამაღლებაზე

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს წამოვიდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვინმე აპირებს რაიმე ცვლილებას ჟენევის ფორმატში და ეს არის სამწუხარო იმ ფონზე, როდესაც საუბარია ფორმატის გაძლიერებაზე, რანგის ამაღლებაზე, დონის ამაღლებაზე და კიდევ უფრო ქმედითად გახდომაზე”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, რაც უფრო ქმედითი იქნება მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი, და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო მეტად პოზიტიურად მოსალოდნელ შედეგებთან გვექნება საქმე”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები