აზერბაიჯანი აშშ-ს საპროტესტო ნოტას უგზავნის
აზერბაიჯანმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ბაქოში აშშ-ის ელჩს რობერტ სეკუტეს, ვაშინგტონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის ვიზიტის გამო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„აშშ-ში ბაკო სააკიანის ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში, რობერტ სეკუტა საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. მას პროტესტის ნოტა გადაეცა, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უგზავნის.“- ნათქვამია განცხადებაში.