ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი და რეჟისორი-ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ორგანიზმის სერიოზული დასუსტების გამო, ის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა. ცნობილი იყო, რომ სცენაზე დაბრუნებას მსახიობი ვეღარ შეძლებდა.
გასული წლის ნოემბერში რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩეხოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალი წლისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
ოლეგ ტაბაკოვმა უამრავი დასამახსოვრებელი და ბევრისთვის საყვარელი კინო და თეატრალური როლი ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები