გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა „შეჰიდების ხეივანში“ „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს „ზაგულბას“ სასახლეში შეხვდა.
მოგვიანებით კი, გიორგი კვირიკაშვილს, აზერბაიჯანელი კოლეგა არტურ რასიზადე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები