ბესელია ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: პოზიციების შეჯერება შესაძლებელია

პრემიერის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიმართვა აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის სულისკვეთებას.
„მე აქ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. პრემიერის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირება. ეს არის ის პოზიცია, რასაც ჩვენ მუდმივად გვიმეორებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად შესაძლებელია უმრავლესობის და უმცირესობის ერთ ტექსტზე შეჯერება.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ კონსულტაციები პოზიციების შეჯერებით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები