შალვა კეკელია არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე: მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს

დეკანოზ შალვა კეკალიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს.
შესაბამისი კომენტარი დეკანოზმა წილკანში გააკეთა.
მისი თქმით, პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით.
„მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველდღე კითხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
დეკანოზის თქმით, საქართველოს საპატრაირქომ რუსეთის საპატრიარქო დააიმედა, რომ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებდნენ შესაძლებლობის ფარგლებში.
„ჩვენ მივიღეთ რუსეთის საპატრიარქოსგან წერილი და მათ ჩვენ დაგვაიმედეს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. მათ არ აქვთ ასე პირადი შეხება ამ საკითხთან, როგორც ჩვენს ეკლესიას, სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს, არ შეიძლება შეხება ჰქონდეს ასეთ საკითხებთან. უბრალოდ მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან რაც არის საშუალება, დაგეხმარებითო და იმედი გვაქვს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, – განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები