რომან კაკულია: მომატებული ინვესტიცია აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მომატებული ინვესტიცია აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე.
„როდესაც ჩვენ ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ყველაფრის შეფასების კრიტერიუმი არის პირდაპირი უცხოური ინესტიციების პოზიტიური ტენდენცია.
რადგან ჩვენ 2017 წელს გვაქვს უპრეცენდენტო ინვესტიციების მატება, ცხადია ეს ტენდენცია არის ძალიან კარგი. ასევე კარგი ტენდენციაა რეინვესტირებაში. ყველა სექტორში მზარდია ტენდენცია. ეს ყველაფერი ნიშნავს პოზიტიურ სიგნალს. მინდა აღვნიშნო, რომ დაძაბული პოლიტიკური გარემო ხელს შეუშლის პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას“, – განაცხადა კაკულიამ.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები