ნეპალის დედაქალაქში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას 40 -მდე ადამიანი დაიღუპა (ფოტო, ვიდეო)

ნეპალის დედაქალაქში მდებარე ტრიბუვანოს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 67 მგზავრი იმყოფებოდა. შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანის ევაკუაცია კი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
„გარდაცვლილი ადამიანის სხეულები თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოვიღეთ. ასევე, გადავარჩინეთ დაშავებულები“, – განაცხადეს ნეპალის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენი ზოლის ნაცვლად, ფეხბურთის მოედანზე დაეშვა, შემდეგ კი ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ევაკუაციას მეხანძრეები ცდილობდნენ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:20 საათზე მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ტექნიკურმა გაუმართობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები