იან კელი: არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია თუ ორპარტიული იქნება, უფრო მეტი ძალა ექნება

„თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია ორპარტიული იქნება, მით უფრო მეტი ძალა ექნება“, – ამის შესახებ იან კელიმ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოში ამერიკის ელჩი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ორ ძირითად მიმართულებაზე საუბრობს.
”პირველი – ეს არის ჰუმანიტარული. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაუბრუნეს ცხედარი და მათ ვერ მოახერხეს დაეკრძალათ ისე, როგორც წესი და რიგია. მე ნამდვილად არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეორე – ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, რომ დადგეს სამართალი, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებების, რასაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, არსებობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა იყო ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოების და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და შესაბამისად, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე”, – განაცხადა იან კელიმ.
ამასთან, იან კელის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს გარკვეული რეაქცია ამასთან დაკავშირებით და თუკი ეს რეაქცია იქნება ორპარტიული, მით უფრო მეტი ძალა ექნება.
“რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება ნებისმიერ ძალისხმევაში საქართველოს ხელისუფლებას”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები