ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა, შედეგად 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 3 კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას „Time” – ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ისთ-რივერის სანაპიროსთან ჩამოვარდა,
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეო-კადრები განათავსეს, რომელიც ერთ-ერთმა „Twitter” მომხმარებელმა, საკუთარ ექაუნთზე ატვირთა.
ნიუ-იორკის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ვერტმფრენი ტურისტულ ჯგუფს ეკუთვნოდა, თუმცა როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ის კერძო პირისგან ფოტოგრაფებმა დაიქირავეს.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ამ დრომდე ინციდენტის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები