პრაღაში 22 არალეგალი მიგრანტი დააკავეს

ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მახლობლად სატვირთო ფურგონი აღმოაჩინა, რომლითაც 22 არალეგალი მიგრანტი გადაადგილდებოდა. მათ შორის ერაყის, სირიის და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ფურგონის მძღოლი არალეგალების გადაყვანას გერმანიაში აპირებდა.

მანქანაში 18 ზრდასრული და 4 მცირეწლოვანი იყო. ერთ-ერთი ქალბატონი ორსულობის ბოლო თვეში იყო და პოლიციელებმა მედიკოსები გამოიძახეს.

დაკავებულები პოლიციაში გადაიყვანეს და მათი საქმეები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეების განხილვის განყოფილებას გადასცეს. არალეგალების გადაყვანის ორგანიზატორების საქმეებს სასამართლო განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები