ფლორიდის გუბერნატორმა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ახალ კანონს მოაწერა ხელი

ფლორიდის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, იარაღის ტარებაზე შეზღუდვები ხდება. ხელისმოწერის ცერემონიას ადგილობრივი ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

აღსანიშნავია, რომ შტატის ერთ-ერთ სკოლაში თებერვალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 17 ადამიანი იმსხვერპლა.

„ყველაზე რთული, რაც კი ოდესმე გუბერნატორის პოსტზე ყოფნის პერიოდში გამიკეთებია, იმ მშობლის ნუგეშისცემაა, რომელმაც შვილი დაკარგა“, – განაცხადა სკოტმა კანონის ხელმოწერის დროს. ცერემონიალს დაღუპულების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

გუბერნატორი, კანონის რამდენიმე პუნქტის გამო, უკმაყოფილო იყო, თუმცა ვეტოს დადების გადაწყვეტილება არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ კანონი მასწავლებლებსა და სკოლების სხვა თანამშრომლებს აძლევს უფლებას იარაღი ატარონ. ამას გარდა, იარაღის შეძენისთვის საჭირო ასაკი 21 წლამდეა გაზრდილი. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვისას, სამდღიანი მოსაცდელი ვადაა შემოღებული, რამაც ხელი უნდა შეუშალოს მათ, ვინც იარაღს აღელვების ან რაიმე ფსიქიკური შეტევის დროს ყიდულობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები