თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაიბარეს

   თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც პორტალ “კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამგებლები დაკითხვაზე 16:30 საათზე არიან დაბარებულები. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულები არიან გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი, ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე. გამგებლების დაკითხვაზე დაბარება, სავარაუდოდ, თბილისში, სატელევიზიო ანძის გათიშვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები