ცაიშში შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ყოფილი სანატორიუმის ორსართულიანი შენობიდან, 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები