დაბურულ მინებეზე გარკვეული აკრძალვა დაწესდება

    ავტომანქანებზე დაბურულ მინებსა და “ციმციმებზე” შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განუცხადა. ჭიკაიძე აღნიშნულ საკითხს პირადად გააკონტროლებს. “დაბურულ მინებეზე გარკვეული აკრძალვა დაწესდება და ამ მიმართულებით რეგულაცია გამკაცრდება, ისე როგორც “ციმციმებთან” მიიმართებაში. ამას პირადად გავაკონტროლებ”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები