ქურდობაში მხილებული არასრულწლოვნები და ოჯახში ძალადობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინიტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, – ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც.

აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები