პრემიერი ბარათაშვილზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილის მშობლებს, ოჯახს და პედაგოგებს თანადგომას უცხადებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ა. მ- ის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.

სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ბარათაშვილის ქუჩაზე “საქენერგოს” შენობის მესამე სართულიდან შუშა ჩამოვარდა, რა დროსაც ქუჩაში მიმავალ 6 ბავშვს დაეცა. ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოპერაციამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები