ექიმი: ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას

ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა.

“პაციენტი შემოყვანილი იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პრაქტიკულად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმით. მალევე იქნა აყვანილი საოპერაციოში, თუმცა ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. პაციენტი გარდაიცვალა ტრავმული შოკით და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო”, – განაცხადა კლინიკის ექიმმა გიორგი ხარჩილავამ.

ბარათაშვილის ქუჩაზე “საქენერგოს” შენობის მესამე სართულიდან შუშა ჩამოვარდა, რა დროსაც ქუჩაში მიმავალ ბავშვებს დაეცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები