ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა

ბარათაშვილის ქუჩაზე, შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული ექვსი ბავშვიდან, ერთ-ერთი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. ბავშვები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ შენობა, საიდანაც მინა ჩამოვარდა და ბავშვები დაშავდნენ, “საქენერგოს” კუთვნილებაა. მინა შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩა N 2 -ში, ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები