“საქენერგოს” შენობიდან ჩამოვარდნილი მინის შედეგად დაშავებულ ბავშვს ოპერაცია უტარდება

“საქენერგოს” შენობიდან ჩამოვარდნილი მინის შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან, ერთ-ერთი უკვე საოპერაციოში შეიყვანეს.

როგორც „კვირას“ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტიტო კლინიკაში განუცხადეს, ამ წუთებში ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა შედარებით რთულია.

ამასთან, კლინიკაში განმარტავენ, რომ დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქენერგოს“ შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან 3 მოზარდი ინგოროყვას სახელობის საუნივესიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, 3 – კი, “ამტელ ჰოსპიტალში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები