“ბოტანიკური ბაღი” დედების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს

3 მარტს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში ღონისძიება, სახელწოდებით „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ჩატარდება ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი. სტუმრებს გასართობ პროგრამას  Show-Time-ი წარუდგენს.

ღონისძიებას თბილისის მერიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები