ლიბანის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთში ჩავიდა

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ, საუდის არაბეთში ვიზიტი განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საად ჰარირი საუდის არაბეთის მეფესა და გვირგვინოსან პრინცს შეხვდება. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
საად ჰარირიმ ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება, საუდის არაბეთის ელჩის ბეირუთში სტუმრობის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთსა და ლიბანს შორის დაძაბული ურთიერთობაა, პრემიერის ვიზიტი კი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურების წინაპირობაა.
ჰარირისა და საუდის მმართველებს შორის ურთიერთობები გასულ წელს დაიძაბა. საად ჰარირი 4 ნოემბერს, საუდის არაბეთში ყოფნის დროს გადადგა, ლიბანის მთვრობისა და სამხედრო დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი საუდის არაბეთში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები