გიგი უგულავა სასამართლომ კვლავ დამნაშავედ ცნო

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.

შეგახსენებთ, რომ უგულავას ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ განაჩენს მოსამართლე ამ წუთებში აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები