გიორგი ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ 21-23 თებერვალს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვოლსკიმ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაზე განხილვის მთავარი თემა მიგრაციის საკითხი და პარლამენტების როლის გაძლიერება იყო.

შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, გაბრიელა კუევას ბარონმა და გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა გახსნეს. კანონმდებლებმა მიგრაციის მართვის მექანიზმების შემუშავების შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძი​ების ფარგლებში, მოსმენის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსპერტებმა ამ პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მიმდინარე წელს, გაეროს წევრი ქვეყნები მაროკოში, მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიიღებენ დოკუმენტს -“გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის” .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები