ალი ბაბაევი: გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ეწევიან ანტიაზერბაიჯანულ და ანტითურქულ კამპანიას

საქართველოში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ეწევიან ანტიაზერბაიჯანულ და ანტითურქულ კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბაბაევი აცხადეს, ეს ხდება, როგორც მასმედიის, ასევე სხვა საშუალებებითაც.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ეწევიან ანტიაზერბაიჯანულ და ანტითურქულ კამპანიას, მათი მიზანია საქართველოსა და აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ- მეგობრულ ურთიერთობებში ნეგატივის შეტანა, ასევე, ქართულ საზოგადოებაში თურქეთსა და აზერბაიჯანზე უარყოფითი განწყობების შექმნა. ისინი სპეკულირებენ გარეჯის, საინგილოს, ტაო-კლარჯეთის თემებით. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციებს და ძალიან მინდა ვთხოვო მათ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები