ალი ბაბაევი: აფგან მუხთარლი არის თაღლითი

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თაღლითია.
შესაბამისი განცხადება ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ბაბაევმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, თავად მასაც და სხვა არაერთ აზერბაიჯანელსაც, ავიწროებდნენ, თუმცა მაშინ არც არასამთავრობო და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
„მუხთარლი არის თაღლითი, ის დამნაშავედ სცნო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, მაგრამ ის ორგანიზაციები, ის არასამთავრობოები, „რუსთავი 2“ და სხვა ძალები, რომლებიც მუხთარლის ასე იცავენ, რატომ არ იცავენ იმ ქართული საზოგადოების, მათ შორის ჩემ უფლებებსაც, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების დროს გვავიწროებდნენ, სად იყვნენ ეს ორგანიზაციები?! ეს საინფორმაციო არხები?! არასამთავრობებთანაც ვიყავი, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვიყავი, მაგრამ არავინ მიცავდა. დღეს ვიღაც თაღლითი მუხთარლის გულისთვის, მთელი ქვეყანა ააწრიალეს და საქართველოში არ დარჩნენ ის „გრანტორშიკები“, რომელიც მას არ იცავენ, მუხთარლი არის თაღლითი, რომელიც დაიჭირეს, ასეთი მუხთარლები საქართველოში ძალიან ბევრნი არიან“, – განაცხადა ალი ბაბევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები