ვაზისუბანში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვაზისუბანში ხანძარს კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბინაში შესულ მეხანძრე-მაშველებს კაცის ცხედარი დახვდათ.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები